იქ ვინც იყო, ყველა იყო ძალადობის თანამონაწილე, გინდა დროშას აფრიალებდე, გინდა – ისე იდგე, როდესაც ძალადობას ამაგრებ ფიზიკურად, შენ ხარ ძალადობის თანამონაწილე და სამართლებრივად აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ ერთი მუხლი ვრცელდება ყველა დამნაშავეზე

4 ოქტომბერს იქ ვინც იყო, ყველა იყო ძალადობის თანამონაწილე, ეს სტანდარტი ყველამ ძალიან კარგად უნდა გაიაზროს, იგივეა ქუჩის გადაკეტვასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, სამართლებრივად აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ერთი მუხლი ვრცელდება ყველა დამნაშავეზე 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
“როდესაც აქციის მონაწილეები კეტავენ ქუჩას, მნიშვნელობა არ აქვს 50 კეტავს და 50 ტროტუარზეა, თუ პირიქით, ყველა არის უკანონობის თანამონაწილე. იგივე ეხება ძალადობასაც, გინდა დროშას აფრიალებდე, გინდა – ისე იდგე, როდესაც ძალადობას ამაგრებ ფიზიკურად, შენ ხარ ძალადობის თანამონაწილე, აქედან გამომდინარე, სამართლებრივად აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ერთი მუხლი ვრცელდება ყველა დამნაშავეზე,”- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ექსტრემისტული მოძრაობა, რომელმაც ნამახვანის პროექტის გაჩერებაში თავისი როლი ითამაშა, კარგად გათვლილი სტრატეგიით მოქმედებდა – იგივე პროცესის მოწმეები ვართ ამჯერადაც, როგორ იწყებს აგორებას წინააღმდეგობა ემაარ ჯგუფის ინვესტიციასთან დაკავშირებით