“იქ გადავა, სადაც…” – სიომინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა ს მომავლის შესახებ ისაუბრა.
გამოცდილი რუსი სპეციალისტის თქმით, თუ “კვარა” “ნაპოლიდან” წავა, ისეთ გუნდში გადავა, სადაც მას დააფასებენ.
“ხვიჩა ნებისმიერ ევროპულ გუნდს მოერგება. მის ტრანსფერთან დაკავშირებით ქართველის მენეჯერები ყოველთვის ჭკვიანურად მოქმედებენ. ასე რომ არ გამიკვირდება, თუ მისი პსჟ-ში ტრანსფერი შედგება. “კვარა” ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია და გადავა იქ, სადაც მას დააფასებენ”, – განაცხადა სიომინმა Match TV-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ბოლო ცნობების მიხედვით, პარიზული კლუბი მზადაა ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ “ნაპოლის” 80 მილიონი ევრო გადაიხადოს, თავად ქართველს
კი ხელფასის სახით იმაზე 4-ჯერ მეტი შესთავაზოს, ვიდრე ახლა “პარტენოპეიში” გამოიმუშავებს.