31 ოქტომბერს, თბილისში, Sheraton Grand Metechi Palace ელექტრონული კომერციის ყველაზე მნიშვნელოვან ყოველწლურ ღონისძიებას უმასპინძლებს.
კონფერენცია უკვე მესამედ ადგილობრივ და გლობალურ ბრენდებს აერთიანებს და ქმნის სივრცეს დიალოგისთვის ინოვაციების, მომავლის სტრატეგიების და ტექნოლოგიური ტენდენციების გარშემო.
საკონფერენციო სცენაზე ისეთი გლობალური და ადგილობრივი კომპანიების ლიდერები წარდგებიან, რომლებიც დღეს ელექტრონული კომერციის მომავალს განსაზღვრავენ. ესენი არიან:
· მატიას უნდურაგა – Amazon Web Services (AWS)-ის კორპორატიული ტექნოლოგი;
· პაველ კრეიშა – Google Cloud -ის ქასთომერ ინჟინერი ჩეხეთში
· ირმა პაპალეო – Amadeus-ის ვებგვერდებისა და ციფრული ოპერაციების ხელმძღვანელი.; IE Tech School-ის აკადემიური დირექტორი;
· რობერტ მულე – Avianca-ს ციფრული ბიზნესის ვიცე-პრეზიდენტი;
· არტემ კოლოსიუკი – Glovo-ს გენერალური მენეჯერი კავკასიაში;
· კატო პეტრიაშვილი – Glovo-ს ბრენდებთან პარტნიორობის ხელმძღვანელი კავკასიაში;
· ლუკა ხალაძე –Web Features-ის დამფუძნებელი;
· ანა შაქარაშვილი – საქართველოს ბანკის უფროსი პროდაქტ ოუნერი;
· ევგენ ბილოდიდ– VISA-ს ციფრული გადაწყვეტილებების დირექტორი დსთ-ს რეგიონში;
· ნიკა კოხოძე – თეგეტა ჰოლდინგის ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი;
· ლაშა გოგუა –io-ს აღმასრულებელი დირექტორი;
· შოთა ნანობაშვილი – MELO Delivery-ის პროდუქტ არქიტექტორი და დამფუძნებელი;
· აიზელ აფანდიზადა – Azintelecom-ის ბრენდ მარკეტინგის ხელმძღვანელი
მთავარი თემები
წლევანდელი eCommerce Day Georgia ბიზნესისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებს შეეხება:
· ხელოვნური ინტელექტი ელექტრონულ კომერციაში;
· ონლაინ სერვისების პლატფორმები
· ლაივ და სოც მედია იქომერსი
პანელური დისკუსიები და დემო ლაივ სესიები
ღონისძიება ორ მნიშვნელოვან პანელურ დისკუსიასაც წარუდგენს აუდიტორიას:
თემაზე: როგორ ქმნიან ადგილობრივი ბრენდები ციფრულ მომავალს – კომპანიების Coincasa, Horsetours, Hamo Concept წარმომადგენლები ისაუბრებენ. პანელურ დისკუსიას კი Storera-ს წარმომადგენელი გაუძღვება.
მეორე პანელური დისკუსია კი წარმატების რეალურ ისტორიებს დაეთმობა, სადაც TASS Vision-ის Mazeg-ის, Quissly-ის, Roas Pig-ის, წარმომადგენლები და ECAG-ის მოდერაციით, ელ.კომერციასა და საცალო ვაჭრობაში ხელოვნური ინტელექტის როლს მიმოიხილავენ.
მონაწილეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, დემო ლაივ სესიებს დაესწრონ და პრაქტიკული გამოცდილება მათთვის საინტერესო მიმართულებით მიიღონ:
· Amazon Web Services – Future of Search (Language: English / სამუშაო ენა: ინგლისური)
· Google Cloud – Use GenAI for retail and eCommerce to deliver next level customer experience (Language: English / სამუშაო ენა: ინგლისური)
· io Georgia – Try It Live: Seamless Crypto Checkout for eCommerce (Language: Georgian / სამუშაო ენა ქართული)
· Storera – How to Start Selling Online with Storera (Language: Georgian / სამუშაო ენა: ქართული)
რატომ არის ღონისძიება მნიშვნელოვანი?
eCommerce Day Georgia 2025 მხოლოდ კონფერენცია არ არის – ეს არის ადგილი, სადაც ადგილობრივი ბაზარი გლობალურ ტრენდებს პირდაპირ უკავშირდება. დღეს, როდესაც მომხმარებელთა ქცევა უპრეცედენტო სიჩქარით იცვლება, ბიზნესებს არა მხოლოდ ტექნოლოგიების დანერგვა, არამედ მათი სწორად გამოყენება სჭირდებათ.
ამასთანავე, ღონისძიება ხელს უწყობს ახალი თანამშრომლობების, პარტნიორული ქსელების ჩამოყალიბებას, რაც საერთაშორისო გარემოში ადგილობრივი ელ. კომერციის ინდუსტრიას კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს ხდის.
კონფერენცია ჩატარდება ქართულ-ინგლისურ ენაზე. მსურველებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სინქრონული თარგმანი.
ბილეთების შესაძენად და დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ Biletebi.ge-ის ვებგვერდი.

 
				 
								
 
								

