“იქნებ ქვრივიშვილმა გულთან ახლოს მიიტანოს უბედურება, რაც გუდაურში გვჭირს” – რას ითხოვს ბიზნესი ახალი მინისტრისგან?

მთის კურორტების ბიზნესასოციაციის თანადამფუძნებელი მირანდა ესაკია BMG-ის ეთერში იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომლებიც გუდაურის კურორტს აქვს და მათზე რეაგირებას ეკონომიკის ახალი მინისტრისგან, მარიამ ქვრივიშვილისგან ელის.
როგორც მან გადაცემა “ქალების ნარატივში” სტუმრობისას აღნიშნა, საქართველოს მასშტაბით მთის კურორტებზე და, მათ შორის, გუდაურში, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების რაოდენობა შემცირებულია, რაც კურორტის ინფრასტრუქტურული გაუმართაობით აიხსნება. როგორც ესაკია აღნიშნავს, სახელმწიფოს ამ დრომდე უკვე ჰქონდა ასოციაციის მიერ BMG-ის ეთერში გაჟღერებულ პრობლემებზე რეაგირება, რაც აჩვენებს, რომ ამ გამოწვევების გადაჭრა შესაძლებელია.