,,იქნებ ლაპარაკიც აგვიკრძალონ პარლამენტში?”- “ოცნება” აშშ-ს პასუხობს

მმართველი პარტიის წევრს თენგიზ შარმანაშვილს არგუმენტად ს პრემიერის განცხადება მოჰყავს, რომელიც მისი თქმით, ამბობს, რომ ორივე თავდასხმა – ფიცოსა და ტრამპზე – ერთმანეთთან კავშირშია:
,,ფიცოს განცხადება თუ წაიკითხეთ, რომელიც უფრო ადრე გახდა მსხვერპლი. ის ლაპარაკობს, რომ ეს ერთი ერთშია და ერთი ძალების მიერ არის გაკეთებული. ახლა, რა ტერმინს გამოიყენებს იქ, „გლობალური ომის პარტიას“ თუ რაღაც ძალებს, რომლებიც ამას აკეთებენ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. გააკეთა განცხადება ფიცოს უპასუხისმგებლო განცხადების თაობაზე? იქნებ ვიღაცამ საერთოდ ლაპარაკიც აგვიკრძალოს პარლამენტში? ჩვენ გვაქვს ეს მოსაზრება, რომ ეს ურთიერთდაკავშირებული საკითხებია, რომ ეს შემთხვევით მომხდარი საკითხები არ არის და ერთ ძალას უკავშირდება, რომლებიც ძალისმიერი მეთოდებითაც კი პასუხობენ. თვითონ ტრამპის განცხადებაა, რომ ბოროტებას ის არ შეეგუება. რა თქმა უნდა, ჯერ არ აკონკრეტებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის გზა და გზა კიდევ დააკონკრეტებს. თუ რამის გაკეთება უნდათ, ჯერ გამოიძიონ და რეალურად გვითხრან რა მოხდა. თუ ისევ ისე მიჩქმალავენ, იტყვიან, რომ ეს გაუგებარი ტერორისტის მიერ ჩადენილი, სახლში მოფიქრებული დანაშაულია, მაშინ კიდევ სხვა განცხადებასაც გავაკეთებთ“

ასევე დაგაინტერესებთ

საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მოსამართლეების – თეიმურაზ ტუღუშისა და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებულ მოსაზრებას აქვეყნებს

არასამთავრობო ორგანიზაციები – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას – მოსამართლეთა მხრიდან კონსტიტუციის ღალატს წარმოადგენს