“იქნებ გამაგებინონ ჩემი შვილი რა მდგომარეობაშია” – დატყვევებული ქართველი მებრძოლის დედა

რუსების ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, გიორგი გოგლიძის დედა “მთავარ არხთან” საუბარში ამბობს, რომ ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია რა მდგომარეობაშია მისი შვილი ოკუპანტების ხელში. მისივე თქმით, სახელმწიფო უწყებებიდან არავინ დაკავშირებია და შვილთან 9 ნოემბრის შემდეგ კონტაქტი აღარ ჰქონია. მზია მახაურის თქმით, ტელევიზიით შეიტყო, რომ უკრაინაში მებრძოლი მისი შვილი აგრესორებმა დაატყვევეს და წითელ ჯვარს მიმართა:
“არაფერი არ ვიცი, თუ რა მდგომარეობაშია, ტელევიზიიდან გავიგე. სხვა არავინ დამკავშირებია და არავისთვის არ მიმიმართავს. მხოლოდ წითელ ჯვარს მივმართე, დახმარებას დამპირდნენ და მითხრეს, რომ ვნახავთ თქვენს შვილს და მდგომარეობას გაგაგებინებთო. წითელ ჯვარში ვიყავი, 4 დღის წინ. იქნებ გამაგებინონ ჩემი შვილი რა მდგომარეობაშია და დამეხმარონ, თუ ვინმეს რამე დახმარება შეუძლია… რუსული მედიით გავიგე, ისინი ატრიალებენ ამ ვიდეოს. [სახელმწიფო უწყებები] არ დამკავშირებიან… ” ამბობს მზია მახაური.
ქართველი მებრძოლის დედა დახმარებას და შვილის დაბრუნებას ითხოვს. მისივე თქმით, გიორგი გოგლიძე უკრაინაში მაისის ბოლოს წავიდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩუბითიძე და გიორგი გოგლიძე ოკუპანტებმა გასულ კვირას დაატყვევეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მათი უფლებების დასაცავად მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს გამოიყენებს. თუმცა, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საქართველოს არ აქვს რუსეთთან სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე მოლაპარაკების რესურსი და ეს უკრაინამ უნდა გააკეთოს.
წყარო – მთავარი არხი
http://

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა