იქნება მკაცრ ზომები დღეს და მომდევნო დღეებში –

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ეხმაურება თბილისში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში შეჭრის მცდელობას.
„მათ ჰქონდათ დაანონსებული კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა და ამისათვის კონკრეტული ზომებიც მიიღეს“, – განაცხადა ირაკლი მ 21:00 საათისთვის.
„ჩვენ გავაფრთხილეთ ეს ადამიანები, რომ მივიღებდით უმკაცრეს ზომებს“, – განაცხადა მან.
„ეს მკაცრი ზომები იქნება მიღებული ქუჩაში დღეს, აღიკვეთება ძალადობის ნებისმიერი მცდელობა და მკაცრი ზომები იქნება მიღებული მომდევნო დღეების განმავლობაშიც“, – განაცხადა მ.
მისი თქმით, ათონელის ქუჩაზე მომხდარი არის „სისხლის სამართლის დანაშაული“: „თითოეული ადამიანი, რომელიც იყო ჩართული ამ ძალადობრივ აქტში, მიეცემა პასუხისგებაში“, – თქვა მან.
აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოს ღობე მოარღვიეს, ეზოში შეიჭრნენ და შენობის დაკავება სცადეს – სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ ჯერ წიწაკის სპრეი, შემდეგ კი წყლის ჭავლი და ცრემლდენი გაზი გამოიყენა.
დაპირისპირება გრძელდება.
პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობას, – რომლის ინიციატორებიც იყვნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მურთაზ ზოდელავა და „საორგანიზაციო კომიტეტის“ სხვა წევრები, მათ შორის პაატა ბურჭულაძე, – გაემიჯნენ მეხუთე პრეზიდენტი , ასევე, „ლელო“, „გახარია – საქართველოსთვის“, “ფედერალისტები”.