“პირველების” ინფორმაციით, „ახალი”, „დროა” და „გირჩი-მეტი თავისუფლება” პრემიერობის კანდიდატად ყოფილი პრემიერსა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, ნიკა გილაურის კანდიდატურას განიხილავენ.
„რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, რისი ერთგულიც ვართ და რასაც ხელი მოვაწერეთ, ვგულისხმობ სალომე ზურაბიშვილის დოკუმენტს, არის ის, რომ პრემიერ-მინისტრი, მთავრობა იყოს მაქსიმალურად დისტანცირებული პოლიტიკური სპექტრისგან და არ იყოს არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი. ამას ჩვენ ვეთანხმებით და ამაზე ვფიქრობთ. კონკრეტული კანდიდატი არ არსებობს…
მე არ ვიცი ნიკა გილაურთან დაკავშირებით ამ ინფორმაციას ვინ ავრცელებს, ნიკა გილაური ჩემი მეგობარია. ის ყველაზე კარგი პრემიერ-მინისტრია და ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ჩაიბარებდეს საქართველოს წინსვლას, მაგრამ ვერ დაგიდასტურებთ, რომ შეთანხმებულია და მისგან თანხმობა გვაქვს. გამიხარდებოდა ძალიან, ნიკა ძალიან მაგარი ბიჭია”, – აცხადებს ნიკა გვარამია