იქნება თუ არა ხვიჩა დღეს პარიზულ დერბიში – Le Parisien ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებაზე

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ის შემტევი დიდი ალბათობით, ლიგა 1-ის მე-17 ტურის მატჩს “პარიზის” წინააღმდეგ გამოტოვებს.
ჩვენებურმა მცირე ტრავმა პარასკევის ვარჯიშზე მიიღო და მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე მისი ჯანმრთელობის გარისკვას არ აპირებს. ძირითად შემადგენლობაში მის ნაცვლად ბრედლი ბარკოლა იქნება და ქართველი მხოლოდ შეიძლება სათადარიგოთა სკამზე ვიხილოთ, თუმცა ესპანელი დამრიგებელი მას მოედანზე ალბათ არ შეიყვანს.
სამაგიეროდ, Le Parisien წერს იმას, რომ ენრიკეს კვარაცხელიას დასვენება იმის გამოც სურს, რომ ის 8 იანვარს ქუვეითში გასამართი სუპერ მატჩის შეხვედრისთვის მაქსიმალურად იყოს მზად, სადაც “პარკ დე ფრანსის” ბინადრები “მარსელს” დაუპირისპირდებიან.
ინფორმაციისთვის, დღევანდელი დერბის შეხვედრა პსჟ-ისა და “პარიზს” შორის თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
პსჟ-ის წლის პირველი მატჩი და მთავარი ინტერესი ხვიჩას ჯანმრთელობაზე
პსჟ-ის წლის პირველი მატჩი და მთავარი ინტერესი ხვიჩას ჯანმრთელობაზე

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში