იქნება თუ არა სააკაშვილი “ნაცმოძრაობის” პრემიერობის კანდიდატი – ხაბეიშვილი 23 ნოემბერს სიახლეებს აანონსებს

23 ნოემბერი – “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ასახელებს დღეს, როდესაც ის, პარტიაში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში საუბრის დროს, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ სიმბოლურად, ამავე დღეს, ცნობილი გახდება, იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” პრემიერობის კანდიდატი.
“ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებ. ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი იმ პირობებში, როცა ჩემს პირადზე კი არა, პარტიას აზიანებენ და არ წყვეტენ… ვალდებული ვარ, ხალხის ნება აღვასრულო. ამიტომ, 23 ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება ჩვენთვის, ძალიან ბევრ საინტერესოს გაიგებს, მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი. გვაქვს კონკრეტული გეგმა”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა
ამასთან, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ჟურნალისტის კითხვის პასუხად, დაადასტურა, რომ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად წარდგენის შესახებ პარტიაში მსჯელობა მიმდინარეობს.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ბაჩო დოლიძის შეფასებით, ხაბეიშვილის ეს განცხადება “პოლიტიკური კომიკურობაა”.
“ჩემთვის, პოლიტიკური კომიკურობაა, რასაც თვალს ვადევნებ – მუქარის ტონი, თითის ქნევა… საერთოდ არ არის ეს სერიოზული და ძალიან ცუდი საყურებელია. არ უნდა დაგერქვას პარტიის გამხლეჩის სახელი. არავის არ ეშინია ამ მუქარების. ჯობს, ხელი მოაწეროს იმ მანიფესტს, რომელსაც უკვე 35 000 ადამიანმა მოაწერა ხელი – ხელი მოაწერა ერთობას”, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს