,, იქნება დაახლოებით ბრეჟნევის პერიოდის სიტუაცია, ოღონდ ერთი განსხვავებით” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
,,ჩემი აზრით, მთავარი განსხვავება იმათ შორის, ვინც ოპოზიციური პარტიების არჩევნებში მონაწილეობას ემხრობა და ვინც არ ემხრობა, არის ქვეყანაში შექმნილი ვითარების აღქმაში.
ისინი, ვინც ოპოზიციური პაერტიების ღვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ემხრობიან, ჩემი აზრით, ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ისე ტრაგიკულად არ უყურებენ, როგორც ჩვენ. მათ უჭირთ იმის დაშვება, ან უბრალოდ ჯერ ვერ ხედავენ, რომ ქვეყანაში ფაქტობრივად დიქტატურა მყარდება. გონიათ, რომ ეს გადაჭარბებაა.
არადა, ასე თუ შეხედავ, მარტივად მიხვდები, რა უაზრობაა ამ არჩევნებში მონაწილეობაზე დავაც კი, მიხვდები, რომ მალე ამ ქვეყანაში კი არა, პოლიტიკაც აღარ იარსებებს და ერთადერთ გზა ხელისიფლებასთან დაპირისპირებისა დისიდენტობა იქნება.
იქნება დაახლოებით ბრეჟნევის პერიოდის სიტუაცია, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ფორმალურად ოპოზოციური პარტიების არსებობა დაშვებული იქნება, რათა მათ ლეღვის ფოთლის როლი შეასრულონ დიქტატურის შიშველ სხეულზე.
ოღონდ მხოლოდ იმ პაერტიებს დაუშვებენ, ვისაც ხელისიფლება გადაწყვეტს. ამას მე ხომ არ ვიგონებ? ეს მომავალი უკვე “ოცნებას” პორდაპორ აქვს დაანონსებული. ს მერე ყველა დიდი ოპოზიციური პარტიოს აკრძალვას დაპირდა თავის ამომრჩეველს, თუმცა თავისი ამომრჩეველი კიდევ ერთხელ რომც გადაგდოს და ეს დაპირება არ შეასრულოს, ეს რელობას ვერ შეცვლის (რომ შეასრულოს, წარმოიდგინეთ, რა სასაცილო სიტიაციაში აღმოჩნდებიან ის პარტიები, რომლებიც არჩევნებში მიდიან იმ მიზეზით, პატიული სტეიქტირები შევინარჩუნოთო)

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – არ მახსენდება, ასე ადრე, სპეციალურად გამოეშვათ ადამიანი ციხიდან, რომ კადრები არ არსებობდეს, როგორ ტოვებს საპყრობილეს – ეს მიუთითებს, ე.წ. ხელისუფლება რეალობისგან რამდენად არის მოწყვეტილი და გასული მომსახურების ზონიდან

ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლობელი ვარ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის – მნიშვნელოვანია, რომ რუსული აქტივები გაყინული დარჩეს