იქნება ახალი არჩევნები, ტექნიკური მთავრობა, კოალიცია. როდის? – თარიღებს ვერ გეტყვით – სალომე ზურაბიშვილი

იქნება ახალი , ტექნიკური მთავრობა, კოალიცია. როდის იქნება? მე, როგორც კაკულია, ისე გეტყვით, რომ ვხედავ, მაგრამ თარიღებს ვერ გეტყვით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ მის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული სამოქმედო გეგმა, „ქართული ქარტია“, შესრულდება.
„ყველაფერი ხდება, ქარტიაც შესრულდება, დარწმუნებული ვარ, ეს არის ჩვენი გზა, [კრიზისიდან] გამოსვლის გზა, მაგრამ წინასწარმეტყველი კი არ ვარ, რომ გითხრათ, როდის და რა მოხდება, ყველაფერი მიდის იქითკენ. ახალი არჩევნები ხომ იყო ქარტიაში გათვალისწინებული? ახალი არჩევნები უთუოდ იქნება. თუ ამ ქვეყნის მომავალი და ბედი არის, რომ იყოს სტაბილური და გაგრძელოს თავისი წინსვლა, რისიც მე მჯერა, მაშინ იქნება ახალი არჩევნები, იქნება ტექნიკური მთავრობა, კოალიცია. როდის იქნება? მე, როგორც კაკულია, ისე გეტყვით, რომ ვხედავ, მაგრამ თარიღებს ვერ გეტყვით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და პოლიტიკურ პარტიებს სთხოვა, რომ ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ.
ს თქმით, მთავარია, რომ მოვლენებს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ და გამოვიდეთ „აპათიური, ნიჰილისტური და ყველასადმი კრიტიკული მდგომარეობიდან“.
რაც შეეხება პარლამენტის პირველი სხდომის დღეს, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, დარწმუნებულია, რომ 25 ნოემბერს პარლამენტთან, აქციაზე ძალიან ბევრი ხალხი შეიკრიბება.
„[აქციები] უნდა გაგრძელდეს, აუცილებელია. მე დარწმუნებული ვარ, რომ 25 ნოემბერს ძალიან ბევრი ხალხი იქნება[პარლამენტთან]. ამავე დროს უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის გადამწყვეტი მომენტი. ის, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები შევლენ პარლამენტში და ერთმანეთს გაუღიმებენ, არაფერს არ წყვეტს. გადაწყვეტილი აქვთ, რომ შევლენ და შევეგუოთ, რომ შევლენ და ისინი უნდა შეეგუონ იმას, რომ შევლენ, ეს არაფერს არ ნიშნავს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა.
„საკმარისია, რომ იმ სამ მოსამართლეს, რომლებმაც ჩემი იმპიჩმენტის საქმის დროს დადო განსხვავებული მოსაზრება, დაემატოს სამი ადამიანი და ამ ქვეყნის სტაბილურობას, დემოკრატიასა და ევროპულ მომავალს გადაარჩენენ.
მე მინდა, რომ მივმართო მათ – დაფიქრდით, ერთი თუ ორი წელი დაგრჩათ, ღირს იმისთვის, რომ ისტორიაში შეხვიდეთ, როგორც ამ ქვეყნის მოღალატე თუ ღირს იმისთვის, რომ შეხვიდეთ, როგორც ნამდვილი გმირები? ერთი მოსამართლე ვნახეთ გმირი, არჩევნების დროს და დაიმსახურა მთელი ქვეყნის სიყვარული. არ გინდათ, რომ ქვეყნის სიყვარული დაიმსახუროთ?
ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ გადავეცი საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს, ყველა ნაბიჯი უნდა გადაგვედგა. მეორე არის ის, რომ მაინც, სადღაც ბოლომდე ვთვლი, რომ ადამიანს უნდა მისცე შანსი, რომ თავისი ადამიანობა, თავისი ქართველობა გამოაჩინოს. სამი ადამიანია საჭირო იმისთვის, რომ აგვარიდოს მთელ ამ უბედურებას”, – განაცხადა პრეზიდენტმა.