„იქიდან გამომდინარე, რომ გასაყიდი ფასი უფრო მეტად გაიზარდა ვიდრე ქირა, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები კვლავ კლებადია“ – „თიბისი კაპიტალი“

„იქიდან გამომდინარე, რომ გასაყიდი ფასი უფრო მეტად გაიზარდა ვიდრე ქირა, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები კვლავ კლებადია“ – „
2023 წლის დეკემბერში, თბილისში, უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობამ ნოემბერთან შედარებით საგრძნობლად იმატა, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,680 შეადგინა და წინა თვის მაჩვენებელს 14%-ით გადააჭარბა.
კაპიტალის“ ინფორმაციით, მაღალი საბაზისო ეფექტის გამო, წლიურ ჭრილში 4%-იანი კლება დაფიქსირდა. ამავე პერიოდში, გასაყიდი ფასი $1,205-ს გაუტოლდა, რაც დაახლოებით 2%-ით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს. წლიურმა ზრდამ კი 12% შეადგინა. გაზრდილი ფასების ფონზე ბაზრის მოცულობამ $296 მილიონს მიაღწია და 2022 წლის დეკემბერთან შედარებით 7%-ით გაიზარდა.
გასაქირავებელი ფასი $12.2-ს გაუტოლდა, წინა თვესთან შედარებით 1%-ით შემცირდა და წლიურად 1%-ით გაიზარდა.
„იქიდან გამომდინარე, რომ გასაყიდი ფასი უფრო მეტად გაიზარდა ვიდრე ქირა, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები კვლავ კლებად ტრენდზე დარჩა და 10.7% შეადგინა, რაც 1.2 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს (-0.3პპ თ/თ). 2023 წელს თბილისში გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობმა (საცხოვრებელი) 1.5 მილიონ კვადრატულ მეტრს მიაღწია და წლიურად 56%-ით გაიზარდა“, – ნათქვამია თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაში.