“იქედნეს ნაშობი ჭიღლაძის პირადი შურისძიების მოტივები!” – მარნეულის ეპისკოპოსი

იქედნეს ნაშობი ჭიღლაძის პირადი შურისძიების მოტივები!
მინდა გამოვეხმაურო დეკანოზ ილია ჭიღლაძის მიერ გავრცელებულ სიცრუესა და ცილისმწამებლურ ბრალდებებს,რომელიც მან ა.წ თხუთმეტ დეკემბერს სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოაქვეყნა. სამწყსოს წინაშე,რომელიც სამიზნე გამხდარა შსა და არეულობის შეტანისა,თავი მოვალედ მივიჩნიე ნათელი მომეფინა იმ გარემოებებისთვის,რის გამოც იქნა სინამდვილეში განტევებული მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიიდან. მოგახსენებთ,რომ იგი ბოლნისის ეპარქიიდან 2014 წელს გადმოვიდა;მას შუამდგომლობა გაუწია მაშინდელმა მთავარსტიქაროსანმა.ჩემს მიერ იგი ჩაყენებულ იქნა უპირატეს მდგომარეობაში,დაინიშნა საკათედრო ტაძრის წინამძღვრად და ჩაბარდა სამრევლო.ერთი წლის თავზე გათვალისწინებულ-დაფასებულ იქნა მისი მოღვაწეობა და წარდგინდა უწმინდესთან დეკანოზის ხარისხში აღსაყვანად და გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებაზე.აქვე კათალიკოს პატრიარქმა გაითვალისწინა რა მისი რთულ რაიონში მსახურება მიტრის ტარების უფლებითაც დააჯილდოვა. რაც შეეხება კონფლიქტს… პირველი ოფიციალური შენიშვნა/საყვედური მას გამოეცხადა საეპარქიო კრებაზე,იმის გამო,რომ მან საჯაროდ შეურაცხყო საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი და განაცხადა,რომ კრეტის კრებაზე არ გამგზავრებით “საქართველოს ეკლესიამ პილატესავით ხელი დაიბანა…” ამას მალევე მოჰყვა კონფლიქტი ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით.მოგახსენებთ,რომ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სპეციფიურობიდან გამომდინარე დამკვიდრებული მაქვს პრაქტიკა – ტაძრის ყოველი შემოსავალი(შესაწირი,საეკლესიო მაღაზია,რიტუალები) ამავე ტაძრის წინამძღვრის განკარგულებაშია.მამა ილიას შემთხვევაში “გვადრუცი იგი მას აქუნდა და შთასადებელი იგი მას ჰკიდავნ ..”უნდა აღინიშნოს,რომ ამ პერიოდში ეპარქია ახალი დაარსებული იყო და მრავალი გამოწვევის წინაშე იდგა როგორც ფიზიკურად ასევე მატერიალურად.მიუხედავად ამისა მას არა ერთი დახმარება გაეწია საეპარქიო სახსრებიდან.სასესხო ვალდებულებიდან დახსნილ-იქნა მისი ოჯახის კუთვნილი ოქროულობა.ასევე, ჩემი კეთილი ნებით,ანაზღაურებულ-იქნა ზარალი,რომელიც მან მიიღო მისივე სამეურნეო-სამეწარმეო საქმიანობის დროს. რაც შეეხება მისი წასვლის მიზეზს… ერთ დღეს იგი აღშფოთებული მოვიდა რეზიდენციაში და კატეგორიული ტონით მომთხოვა გამეწია მისთვის ფინანსური დახმარება,რაც მანამდეც არაერთხელ გამეკეთებინა.სანამ ფინანსურ საკითხს განვიხილავდი გადავწყვიტე მღვდელთმთავრული და ძმური შეგონება-დარიგება მიმეცა მისთვის,რამაც მასში უფრო მეტი გაღიზიანება გამოიწვია და მღვდლისთვის შეუფერებელი საქციელით,ტონის ამაღლებითა და მაგიდაზე ხელის დარტყმით წამიყენა ბრალდება ეპარქიის ფინანსების არამიზნობრივ და არაკეთილსინდისიერ განკარგვაზე.მან მიმითითა,რომ სამღვდელოებისთვის უნდა მეკითხა როგორ განმეკარგა საეკლესიო ქონება და საეპარქიო სახსრები,(ეპარქიას,რჯულის კანონის თანახმად,ჰყავს ეკონომოსი)რითაც მან გადაამეტა სამღვდელო უფლება-მოსილებას,შეიჭრა მღვდელმთავრის კომპეტენციაში და უხეშად დაარღვია საეკლესიო კანონიკური ნორმები.ის დღესაც მზაკვრულად და შეგნებულად ცდილობს შეიყვანოს მრევლი შეცდომაში და წარმოაჩინოს სიცრუე ჭეშმარიტებად.მას,ვისაც სასულიერო სემინარია-აკადემიის კარი “ხშირად შეუღია” მოეხსენება შემდეგი კანონების შესახებ : მოციქულთა კანონი 39, 41. IV მსოფლიო კრების კანონი 26. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება თავი VII.24. მას ჩემგან, როგორც უსაფუძვლო ბრალმდებელს, შეუჩერდა მღვდელმოქმედება. კანონთა განმარტებიდან: “ კანონი ეპისკოპოსს განუწესებს მართოს მთელი საეკლესიო ქონება თავის შეხედულებისამებრ.ამასთან ის არავის წინაშე არ არის ანგარიშვალდებული,მმართველობისას მას თვალწინ მხოლოდ საღვთო სამართალი უნდა ედგას და იცოდეს,რომ ღმერთი ხედავს მის საქმეებს და მის წინაშე მოუწევს ყველაფერზე ანგარიშის ჩაბარება.” “თუკი ყოველ ერთგულ მორწმუნეს აქვს და,უნდა ქონდეს კიდევაც,თავისი ვალდებულებებისა და სინდისის თანახმად,ეპისკოპოსისადმი სრული ნდობა იქ,სადაც საქმე მის უკვდავ სულს ეხება,მაშინ მით უფრო უნდა ენდოს მას ისეთ საქმეში,რომელიც ისეთ მიწიერ საკითხებს ეხება,როგორიცაა საეკლესიო ფული და საერთოდ საეკლესიო ქონების განმგებლობა.” “მმართველი მღვდელთმთავარი საეკლესიო ქონებაზე პასუხისმგებელია კათოლიკოს პატრიარქისა და წმიდა სინოდის წინაშე.” P.S. თუმცა რა უნდა ესაუბრო პიროვნებას,რომელმაც უწმინდესის ორმოცდაოთხ წლიანი საქმენი სულიერი აღმშენებლობლისა დამანგრეველად შერაცხა,ხოლო დამანგრეველისა აღმაშენებლად!

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც სამართლიანი არ იყო მათი პირობები