იუწყებიან, რომ რუსეთში წაყვანილი უკრაინელი მოზარდი ერმოხინი ამჟამად ბელარუსში იმყოფება

ბოჰდან ერმოხინმა – 17 წლის ობოლმა ბიჭმა, რომელიც აზოვის ზღვის ოკუპირებული საპორტო ქალაქიდან, მარიუპოლიდან რუსეთში წაიყვანეს და უკრაინაში დაბრუნებას ცდილობს – რუსეთი დატოვა, იუწყება რუსეთის მედია.
გამოცემა Vyorstka 19 ნოემბერს ერმოხინზე და მის ადვოკატზე დაყრდნობით წერს, რომ მოზარდი ახლა ბელარუსშია, თავის კანონიერ მეურვესთან, უფროს დასთან ერთად.
10 ნოემბერს უკრაინის ომბუდსმენი, ბოჰდან ლუბინეტსი აცხადებდა, რომ მიღწეულია შეთანხმება, რომლის პირობებითაც ერმოხინი შეძლებს უკრაინაში დაბრუნებას. თუმცა, ჯერ კიდევ 13 ნოემბერს მოზარდმა Vyorstka-ს უთხრა, რომ შეთანხმების თაობაზე ინფორმაციას არ ფლობდა.
9 ნოემბერს ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერში ერმოხინმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვა დახმარება მისი დაბრუნების პროცესში.
ერმოხინმა ორივე მშობელი რამდენიმე წლის წინ დაკარგა, მას შემდეგ მეურვე ოჯახში ცხოვრობდა მარიუპოლში და სწავლობდა მეტალურგიულ სასწავლებელში.
მალევე მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთის ძალებმა პორტი დაიკავეს, ერმოხინი რუსეთში წაიყვანეს და მეურვე ოჯახში დაასახლეს. მას რუსეთის მოქალაქეობაც მიანიჭეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – “ქართულმა ოცნებამ“ დაბნეულობის ფონზე თან ხმა მისცა რეზოლუციას, თან ვერ მისცა – მივიღეთ ე.წ. ხელისუფლების პოზიცია, რომელიც სირიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას მხარს არ უჭერს

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი – სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს მოძალადე პოლიციელების მიმართ? – ბატონო მოსამართლე, ახლა რომ ვიდგე და ვიღაცამ შემაგინოს, ბოთლს ვესვრი კი არა, შეიძლება სახე ჩამოვუღო