იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის შესარჩევი კომისია ხვალ კანდიდატებთან გასაუბრებას გამართავს

ხვალ, 10:00 საათზე, ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შექმნილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატურის შესარჩევი კომისია კონკურსში მონაწილეებთან გასაუბრებას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომისია გასაუბრებას გამართავს: გიორგი ბურჯანაძესთან, დიმიტრი გაბუნიასთან, მანუჩარ კაკოჩაშვილთან, კახა წიქარიშვილთან და თამარ ალფაიძესთან. გასაუბრება და კონკურსანტების შეფასება მოხდება კომისიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით.
„გასაუბრების პროცესის პირდაპირი ტრანსლირება მოხდება საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური სოციალური ქსელების ,,ფეისბუქისა“ და ,,იუთუბის“ მეშვეობით.