იუსტიციის სახლმა სერვისების გაცემა სრულად აღადგინა

იუსტიციის სახლის ინფორმაციით, იუსტიციის სახლი ჩვეულ რეჟიმში, შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გლობალური ხარვეზი, რომლის გამოც იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებული იყო სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“, „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ და სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ სერვისების გაცემის პროცესი, აღმოფხვრილია.
ცნობისთვის, გუშინ იუსტიციის სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებული იყო სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ და სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ სერვისების გაცემა; ასევე, სანოტარო ბიუროებში სანოტარო სერვისების გაცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე – საზღვარგარეთიდან ძალებმა პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს ჩვენი ერისა და ინტერესების წინააღმდეგ, თითქოს ქართველები ცუდად ეპყრობიან გარკვეული ეროვნების ტურისტებს, ეს სრული ტყუილია