იუსტიციის სახლი ჩვეულ რეჟიმში, შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას – ინფორმაციას იუსტიციის სახლი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„გლობალური ხარვეზი, რომლის გამოც იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებული იყო სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“, „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ და სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ სერვისების გაცემის პროცესი, აღმოფხვრილია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
