იუსტიციის სახლები 2024 წლის ბოლომდე გაიხსნება ყველა იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ამისი შესაბამისი საჭიროება იქნება – რატი ბრეგაძე

იუსტიციის სახლები 2024 წლის ბოლომდე გაიხსნება ყველა იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ამისი შესაბამისი საჭიროება იქნება – რატი ბრეგაძე
„უპრეცედენტო პროექტი, კერძოდ პენიტენციურ დაწესებულებებში იუსტიციის სახლების გახსნა, საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. იუსტიციის სახლები უკვე გახსნილი არის რუსთავი მე-16, ქალთა ნომერ მე-5 დაწესებულებებში, გლდანის ნომერ მე-8 და ლაითურის დაწესებულებებში, ასევე, გასახსნელად მზადაა და უახლოეს პერიოდში იუსტიციის სახლი იქნება ქუთაისის ნომერ მე-2 დაწესებულებაში“ – განაცხადა რატი ბრეგაძემ პარლამენტარი ირაკლი შატაკიშვილის მიერ დასმულ შეკითხვაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.
მინისტრის განცხადებით, იუსტიციის სახლები 2024 წლის ბოლომდე გაიხსნება ყველა იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ამისი შესაბამისი საჭიროება იქნება და მსჯავრდადებულებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ 50 სერვისით.
„ეს არის 50 სერვისი და მომსახურება, რომელიც ხშირად ესაჭიროებათ პატიმრებს დაწყებული სამეწარმეო საქმიანობიდან, დასრულებული ვთქვათ მინდობილობებით და პირადობის მოწმობების განახლებით. მინდობილობა ერთ-ერთი ხშირად გამოყენებული სერვისია, იმიტომ რომ ვთქვათ, თუკი რომელიმე პატიმრის შვილს სჭირდება პირობითად საზღვარგარეთ გასვლა ან რამე მსგავსი ტიპის მოქმედების შესრულება, ამისთვის ესაჭიროება ორივე მშობლის მინდობილობა. შესაბამისად, მსგავსი ტიპის მომსახურება არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია“ – განაცხადა რატი ბრეგაძემ.