იუსტიციის სამინისტრო 28 წლის თანამშრომლის სიკვდილზე განცხადებას ავრცელებს

იუსტიციის სამინისტრო თანამშრომლის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და ყველას მოუწოდებს, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას.
იუსტიციის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამინისტროს თანამშრომლის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და თანამშრომლებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება. იუსტიციის სამინისტრო ატარებს ყველა ღონისძიებას გამოძიების მაქსიმალური ხელშეწყობისთვის. იუსტიციის სამინისტრო, საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მოუწოდებს ყველას, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას,”- აღნიშნულია განცხადებაში.
იუსტიციის სამინისტროს ეზოში ცხედარი ნახეს. გარდაცვლილია 28 წლის ქალი. ის იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის თანამშრომელია. შემთხვევა გუშინ მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის სახელმწიფო მინისტრი – საქართველოსთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი მაგიდაზეა – ჩვენ, რა თქმა უნდა, მოსახლეობის მხარეს ვართ, მხარს ვუჭერთ მათ, მაგრამ მთავრობა, მთავრობის ქცევა მიუღებელია

ანა წითლიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ფარატინა ქაღალდი ან იუსტიციის სამინისტროს ბეჭედი, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ფასეულობები, ღირებულებები – პარტიების აკრძალვა დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლას ვერ შეაფერხებს