იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეებს ახალ სერვისს – „გონიერ კონტრაქტს“ სთავაზობს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ინოვაციური პროდუქტის – „გონიერი კონტრაქტის“ სისტემის გამოყენება დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, „გონიერი კონტრაქტის“ სისტემა ტრადიციული ოპერაციების ახლებურად განხორციელების საშუალებას იძლევა.
„თანხის გადახდა და ქონების რეგისტრაცია ერთდროულად ხდება – მხარეები ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას ციფრულ ფორმატში, დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით გააფორმებენ; ასევე, „გონიერი კონტრაქტის“ მეშვეობით შესაძლებელია იპოთეკის იმავე მეთოდით რეგისტრაციაც.
უძრავი ქონების ტრანზაქციებში აღნიშნული სისტემის ამოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემიგრანტებისთვისაც. ინოვაციური ციფრული პროდუქტის საშუალებით უცხოეთში მცხოვრები ქართველები შუამავლებისა და მინდობილობის გარეშე შეძლებენ საქართველოში უძრავი ქონების შეძენას.
მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, აღნიშნული სერვისის სარგებლობისთვის სააგენტოს წარმომადგენელთან ვირტუალური შეხვედრა დაჯავშნონ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე – www.napr.gov.ge.
ახალი სერვისის კონცეფცია აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გააცნო, სისტემის პრეზენტაცია კი, ღონისძიების მონაწილეებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით დევიძემ წარუდგინა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი – ნათია თურნავა, საქართველოს პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველი, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, იუსტიციის სამინისტროს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. აგრეთვე, „გონიერი კონტრაქტის“ დანერგვის პროექტში ჩართული მხარეები – კომერციული ბანკები, დეველოპერები და მსოფლიო ბანკის (World Bank) წევრები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორი – გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაში იკვეთება პოლიტიკური ნიშნები – თუ მისთვის ცნობილი იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტი, რატომ აცხადებს ამას მხოლოდ ახლა?

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – ამ ადამიანებს ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეს ხელში, ზუსტად იმას განახორციელებენ, რაც გულში უდევთ – დაერევიან, სათითაოდ გაჟუჟავენ ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება!

შალვა პაპუაშვილი – მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია, არასამთავრობოების ნაწილი და ზოგიერთი უცხოელი ქვეყნის ნგრევისკენ გვექაჩებოდა, ერთი სანტიმეტრი არ დავთმეთ ამ მხრივ, ამიტომაც შევინარჩუნეთ მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა

ალეკო ელისაშვილი – ქართველს, რომელიც არჩევნებზე არ წავა და სახლში დარჩება, იმას საქართველო არ უყვარს, ის ლახვარს ურტყამს ზურგში საქართველოს – 26-ში ყველა უნდა მივიდეთ საარჩევნო უბნებზე, გავაფერადოთ ოპოზიცია