იუსტიციის სამინისტროში საგრანტო კონკურსი გრძელდება

იუსტიციის სამინისტროს საქმიანობაში სამოქალაქო სექტორის, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და პროფესიული წრეების ჩართულობის გაძლიერების მიზნით საგრანტო კონკურსი გრძელდება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა ნახევარი მილიონი ლარია, დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითოეული გამარჯვებული პროექტისათვის კი, 30 000 ლარს შეადგენს. მიმდინარე წელს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული თითოეული პროექტის დაფინანსების მოცულობის ზედა ზღვარი 20 000-დან 30 000 ლარამდე გაიზარდა.
საგრანტო პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია: სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა; ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება; სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება.
იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს უწყებამ 17 საუკეთესო პროექტი დააფინანსა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა