იუსტიციის სამინისტროს, ეუთოსა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს თანაორგანიზებით, ტრეფიკინგის თემაზე, ეროვნული სიმულაციური ტრენინგი ჩატარდა

იუსტიციის სამინისტროს, ეუთოსა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს თანაორგანიზებით, ტრეფიკინგის თემაზე, ეროვნული სიმულაციური ტრენინგი ჩატარდა.
ღონისძიებაზე, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. მიზანი მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომა, დანაშაულის დროული გამოვლენა და დაზარალებულთა საზოგადოებაში ეფექტიანი ინტეგრაციაა.
ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, საქართველო, მსოფლიოს მასშტაბით, უკვე მე-9 წელია, ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო, 2023 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო არაერთი ევროპული ქვეყნის გვერდით, შეფასების უმაღლეს საფეხურზე, ეგრეთ წოდებულ პირველ კალათაში, მოწინავე ადგილს ინარჩუნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს