იუსტიციის სამინისტრომ რუსული კანონის ფარგლებში რეესტრი აამოქმედა

რუსული კანონის ფარგლებში, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი აამოქმედა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ რეესტრი იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე დაემატა.
„ამ ვებ-გვერდის მეშვეობით შესაძლებელია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება“, — წერია ვებ-გვერდზე
და ყველა ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის მიერ “რუსული კანონით” დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, აღნიშნულ რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. მსურველებს რეესტრში ორგანიზაციების მოძიებაც შეუძლიათ.
რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. ის გრანტის მიმღებ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო, მათ შორის, -ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
იუსტიციის სამინისტროს კანონის ძალაში შესვლიდან 60 დღის, ანუ 2 თვის ვადაში, რუსული კანონის შესასრულებლად საჭირო წინასწარი „მატერიალურ – ტექნიკური“ ღონისძიებები (მათ შორის იგულისხმება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციათა რეესტრის და შესაბამისი ვებგვერდის შექმნა, სადაც რეგისტრაციის შევსების განაცხადი იქნება) უნდა განეხორციელებინა.
ამ პუნქტის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში კი, ის სუბიექტები, რომლებიც 2023 წლის მონაცემებით, რუსული კანონის მიხედვით აკმაყოფილებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ კრიტერიუმებს, ვალდებული არიან, მიმართონ საჯარო რეესტრს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირების თაობაზე.
შესაბამისად, გრანტის მიმღებ სუბიექტებს რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება კანონის ძალაში შესვლიდან მაქსიმუმ 3 თვეში (3 სექტემბრიდან) წარმოეშვებათ.
იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი უარს იტყვის ამ რეესტრში რეგისტრაციაზე, მაშინ, მისი ნების მიუხედავად, მაინც დაარეგისტრირებენ.
რუსული კანონის მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება პირველ ჯერზე გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული კანონი ზღუდავს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობას. მსგავსმა კანონმდებლობამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – ირანს მოლაპარაკება სურს, ძალიან გვიანია საუბრისთვის – პუტინმა მედიაცია შემომთავაზა და ვუთხარი: ჯერ თავს უშუამავლე, ამაზე მერე იღელვე – რაც შეეხება ირანზე დარტყმას, შეიძლება გავაკეთო, შეიძლება – არა

ნინო ლომჯარია რაჟდენ კუპრაშვილის განცხადების საპასუხოდ, რომ არასწორია ინფორმაცია, თითქოს ორგანიზაციებისგან არამიზნობრივად ითხოვენ მოქალაქეების პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას, სასამართლოს გადაწყვეტილებას ავრცელებს