იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელთან წარმატებული თანამშრომლობის საკითხები განიხილა

შეხვედრაზე პაატა სალიამ და ანა რიჩმა აღნიშნეს, რომ იუსტიციის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისთან და ხელს უწყობს მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის სხვადასხვა სერვისის მიწოდებას. საუბარი შეეხო მოქალაქეობის არმქონეობის შემცირების სფეროში საქართველოს წარმატებული პრაქტიკის პარტნიორი ქვეყნებისათვის გაზიარების მნიშვნელობას, აგრეთვე იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სხვადასხვა უწყების თანამშრომლებისთვის შესაბამისი ტრენინგების ორგანიზებას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წარმატებული თანამშრომლობისა და საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა საჯარო სერვისების ფორუმის ჩატარება თბილისში, რომელიც იუსტიციის სამინისტროსა და გაერო-ს ერთობლივი ორგანიზებით 23-25 ივნისს გაიმართება. შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა