იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა მოადგილის თანამდებობაზე გიორგი დგებუაძე დანიშნა

იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა მოადგილის თანამდებობაზე გიორგი დგებუაძე დანიშნა.
გიორგი დგებუაძე სამართლის დოქტორი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. იგი იკავებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თანამდებობას საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით.
გიორგი დგებუაძე არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; აქვს აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში; სხვადასხვა დროს მუშაობდა კიოლნის უნივერსიტეტის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების სამართლის ინსტიტუტისა და ფრაიბურგის მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის კვლევით პროექტებში; იყო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) სააპელაციო პალატის მოწვეული სპეციალისტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას