იუსტიციის მინისტრი ოპოზიციაზე – წინასწარ იციან, რომ ვერ მოიპოვებენ უმრავლესობას, დამარცხდებიან და სურთ სიტუაცია გარკვეულწილად არიონ – მოვუწოდებთ, იყვნენ მაქსიმალურად კორექტულები და აღიარონ არჩევნების შედეგები

[ოპოზიციაში] წინასწარ იციან, რომ ვერ მოიპოვებენ უმრავლესობას, დამარცხდებიან და სურთ, სიტუაცია გარკვეულწილად არიონ და დაძაბულობის მუხტი შექმნან , – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ს დღესთან დაკავშირებულ კითხვას.
ბრეგაძის თქმით, ოპოზიციის ინტერესში არ შედის არჩევნების სამართლიანად და მშვიდობიანად ჩატარება.
მან მოუწოდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგებლებს, „იყვნენ მაქსიმალურად კორექტულები და აღიარონ არჩევნების შედეგები”.
„ჩვენ საკმაოდ ხშირად ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ინტერესებშია არჩევნების სამართლიანად და მშვიდობიანად ჩატარება, სამწუხაროდ, ეს არ შედის ოპოზიციის ინტერესებში, გამომდინარე იქიდან, რომ მათ წინასწარ იციან, რომ ვერ მოიპოვებენ უმრავლესობას, დამარცხდებიან ამ არჩევნებში, ისევე როგორც, ყველა სხვა, წინა არჩევნებში. შესაბამისად, მათ სურთ, რომ სიტუაცია გარკვეულწილად არიონ და დაძაბულობის მუხტი შექმნან. ამის შესახებ ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით და ამ შემთხვევაშიც გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას და მოვუწოდებთ ოპოზიციის მხრიდან ყველა წარმომადგენელს, რომ იყვნენ მაქსიმალურად კორექტულები და აღიარონ არჩევნების შედეგები“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – ადამიანმა არ უნდა იცოდეს, ვინ არის, ეს არის დამონების უახლესი იარაღი – 5 წუთის წინ კაცი ხარ და შეგიძლია თქვა: არა, მე უკვე ქალი ვარ, შენ უკვე არ იცი ვინ ხარ – მამაკაცების საპირფარეშოებში ჰიგიენურ ხელსახოცებს დებენ, ის, რომ მამაკაცის რძე იგივეა, რაც დედაკაცის