იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ვერსიებს პასუხობს

მინდა გამოვეხმაურო ზოგიერთი ოპოზიციური მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს, თანამდებობა იუსტიციის მინისტრთან გარკვეულ საკითხებთან არსებული უთანხმოების გამო დავტოვე.
გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზებიდან გამომდინარე და ნებისმიერი საუბარი სხვა მოტივაციაზე სრულიად უადგილოა და ემსახურება ცილისმწამებლურ მიზანს.”- წერს სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე.
“მრავალ წარმატებას ვუსურვებ ბატონ ანრი ოხანაშვილს იუსტიცის სამინისტროს გუნდთან ერთად ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმიანობაში.
მინდა, მადლობა გადავუხადო იუსტიციის სამინისტროს და ქართული ოცნების ხელისუფლების გუნდს წარმატებული თანამშრომლობისთვის რომლის შედეგადაც მრავალი სასიკეთო საქმის განხორციელება გახდა შესაძლებელი.
ვარ ქართული ოცნების გუნდის წევრი და დარწმუნებული ვარ, საქართველოს გამარჯვებისთვის ჩვენ კიდევ ბევრ ქმედით და წარმატებულ ნაბიჯს გადავდგამთ!”- წერს ღვინიანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას