იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა

იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ირაკლი ბერაია პროფესიით ეკონომისტია.
„მან წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. ირაკლი ბერაიას აქვს საკანონმდებლო საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება; ის იყო საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი.
ირაკლი ბერაიას პოლიტიკურ საქმიანობამდე წარმატებული კარიერა ჰქონდა საბანკო სექტორში”, – აღინიშნება ინფორმაციაში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს