იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ირაკლი ბერაია დაინიშნა

იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დანიშნა.
ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს:
“ირაკლი ბერაია პროფესიით ეკონომისტია. მან წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. ირაკლი ბერაიას აქვს საკანონმდებლო საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება; ის იყო საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი.
ირაკლი ბერაიას პოლიტიკურ საქმიანობამდე წარმატებული კარიერა ჰქონდა საბანკო სექტორში.”- ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ყოველდღიურად გვესმის ტრამპის გზავნილები, რომელიც თანხვედრაშია იმ გზავნილებთან, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“ საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ეს გვაძლევს იმედს, რომ უახლოეს პერიოდში სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა

პატიმარი რამიშვილი იმყოფებოდა ციხის უფროსის კაბინეტში, სადაც ყველას თანდასწრებით დათა ახალაიამ დაურეკა უდესიანს და იკითხა, წილები თუ გადაფორმდა, როგორც ჩანს, უარყოფითი პასუხი მიიღო, ამიტომ მოუბრუნდა პატიმარს და უთხრა, ხარძიანი ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეთ, წილები გადააფორმოსო