იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ალექსანდრე მაისურაძე პროფესიით იურისტია და აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე, ალექსანდრე მაისურაძე საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილეების პოსტს ასევე იკავებენ მერაბ ტურავა, გიორგი დგებუაძე და ბექა ძამაშვილი, მინისტრის პირველ მოადგილედ კი ლაშა მაღრაძე დაინიშნა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს