იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატის ორგანიზებით იუსტიციის პროფესიული დღე აღინიშნა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში ს ა/რ მინისტრის აპარატის ორგანიზებით იუსტიციის პროფესიული დღე აღინიშნა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებაზე მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს აფხაზეთელი იურისტების ღვაწლს სამართლებრივი უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, განსაკუთრებით აფხაზეთის ომისა და ომის შემდგომ პერიოდში.
„კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და მთავრობის წარმომადგენლებმა მიმართეს.
საზეიმო მიღებაზე აფხაზეთელი ღვაწლმოსილი იურისტები ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობის სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრები, სამართლის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ