იური უშაკოვი – უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით რუსეთსა და -ს შორის კონტაქტები გრძელდება

და შეერთებული შტატები აგრძელებენ მოლაპარაკებებს ში კონფლიქტის მოგვარების საკითხზე, ანკორიჯის სამიტზე მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
„აქტიურად განვიხილავთ ში კონფლიქტის მოგვარების საკითხს ანკორიჯში მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე. გვჯერა, რომ ეს მშვიდობიანი მოგვარების მიღწევის ნამდვილად კარგი გზაა“, – განაცხადა უშაკოვმა.
კითხვაზე, გადაუხვია თუ არა -მა ამ შეთანხმებებს, მან უპასუხა :
„ამერიკის მხრიდან ჯერ არ ყოფილა ოფიციალური უარყოფა, რომ ეს შეთანხმებები არ მოქმედებს. ბევრი კომენტარი გაკეთდა; ეს კომენტარები კეთდება სიტუაციის განვითარებასთან ერთად, სხვადასხვა მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, მათ შორის ევროპელებთან და უკრაინელებთან. ბევრი სიგნალია, ზოგი მოგვწონს, ზოგი არა, მაგრამ ყველაფრის საფუძველი ანკორიჯია“, – აღნიშნა უშაკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის თქმით, ანკორიჯში მიღწეული შეთანხმებების შესახებ ს მხარეს ეცნობა.
„კიევმა ამის შესახებ იცის, მათ ეს არ მოსწონთ. ბევრ ევროპელსაც არ მოსწონს ანკორიჯი, მაგრამ არა ყველას“, – აღნიშნა უშაკოვმა.
შეგახსენებთ, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა 15 აგვისტოს, ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში, ელმენდორფ-რიჩარდსონის საჰაერო ძალების ბაზაზე გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“