იური უშაკოვი ვლადიმერ პუტინს, სტივ უიტკოფსა ჯარედ კუშნერს შორის შეხვედრაზე – სთან დაკავშირებით კომპრომისული ვარიანტი ჯერ ვერ გამოიძებნა, თუმცა ზოგიერთი ამერიკული წინადადება მეტ-ნაკლებად მისაღები ჩანს და მათი განხილვა შესაძლებელია

ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, -ის პრეზიდენტის წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და ს სიძეს, ჯარედ კუშნერს შორის საუბარი ძალიან სასარგებლო, კონსტრუქციული და ინფორმაციული იყო, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, განიხილეს სთან დაკავშირებული სამშვიდობო წინადადებების არსი, თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, კომპრომისი ჯერ მიღწეული არ არის.
უშაკოვმა აღნიშნა, რომ შეხვედრამ უკრაინის კრიზისის შემდგომი მოგვარების გზების განხილვის შესაძლებლობა შექმნა, ასევე მხარეები შეთანხმდნენ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა ამერიკულ დელეგაციას აცნობა, რომ მოსკოვი, შესაძლოა, დაეთანხმოს -ის გეგმის გარკვეულ ნაწილს, თუმცა გარკვეული ნაწილი რუსული მხარის კრიტიკას იწვევს.
„კომპრომისული ვარიანტი ჯერ ვერ გამოიძებნა, თუმცა ზოგიერთი ამერიკული წინადადება მეტ-ნაკლებად მისაღები ჩანს და მათი განხილვა შესაძლებელია“, – აღნიშნა უშაკოვმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ტერიტორიული საკითხები, რომელთა გარეშეც რუსეთი უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტას ვერ ხედავს.
„ჩვენ კონკრეტულად განვიხილეთ ტერიტორიული საკითხები, რომელთა გარეშეც კრიზისის გადაწყვეტას ვერ ვხედავთ“, – განაცხადა უშაკოვმა.
მისი თქმით, მოსკოვმა უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ ს 27-პუნქტიანი გეგმის გარდა კიდევ ოთხი დოკუმენტი მიიღო.
„არსებობდა 27 პუნქტიანი დოკუმენტი; ის გადმოგვცეს და, ბუნებრივია, განვიხილეთ. თუმცა, ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან რაიმე დისკუსიის ფორმულირებაზე არ გვიმუშავია. შემდეგ კიდევ რამდენიმე დოკუმენტი მივიღეთ, ოთხი დოკუმენტი, რომლებიც დღეს ასევე განიხილეს ჩვენი პრეზიდენტის უიტკოფსა კუშნერთან შეხვედრაზე“, – აღნიშნა უშაკოვმა.