რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის, ისევე როგორც მათი სატელეფონო საუბრის ორგანიზება, შესაძლოა, საკმაოდ სწრაფად მოხდეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
„ამ შეხვედრის და სატელეფონო საუბრის ორგანიზება, შესაძლოა, საკმაოდ სწრაფად მოხდეს“, – განაცხადა უშაკოვმა.
ამასთან, მისი თქმით, შესაძლო კონტაქტების მომზადების დეტალებზე, ჯერჯერობით, კონკრეტულს ვერაფერს იტყვის.
“ამ თემას ამერიკელებთან ერთად განვიხილავთ. ვემზადებით შეხვედრისთვის და მისი ორგანიზება მოხდება როგორც კი ამის საჭიროება გაჩნდება”, – განაცხადა უშაკოვმა პუტინისა და ტრამპის შეხვედრისთვის მზადების შესახებ საუბრისას.
