იური უშაკოვი აცხადებს, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის შესახებ შეთანხმება არ ყოფილა

რუსეთისა და -ის პრეზიდენტებს შორის პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის შესახებ შეთანხმება არ ყოფილა, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ს პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
„პრესაში გავრცელებული ინფორმაცია ზუსტად არ შეესაბამება იმას, რაზეც იქ შეთანხმდნენ. ყველა სამმხრივ შეხვედრაზე, პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრაზე საუბრობს, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, პუტინსა და ტრამპს შორის ამ საკითხზე შეთანხმება არ ყოფილა“, – განაცხადა უშაკოვმა.
მისი თქმით, ალასკაზე აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, სა და ს შეხვედრის საფუძველი რუსეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ვიზიტები იყო.
„ანკორიჯში ბევრი შეთანხმება იქნა მიღწეული. როგორც მე ვიცი, ჩვენც და ამერიკული მხარეც ამ შეთანხმებების გამოყენებით ვაგრძელებთ მუშაობას, მათ შორის სხვა ლიდერებთან კონტაქტების დროს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახნას, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება

თაზო დათუნაშვილი ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილზე – ჩვენ ვხედავთ ღია წერილებს, არც კი მინდა ვიცოდე, რა წერია არაღია წერილებში – ალბათ, გატენილია სისულელეებით, „დიფ სთეითზე“ დაუსაბუთებელი ბრალდებებით