15 ნოემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი ჩვენი გუნდის ახალწვეულმა იური ტაბატაძემ გააკეთა:
“გამოძახებით ძალიან გახარებული და მადლიერი ვარ. გუნდში იდეალური სიტუაციაა, ახალგაზრდული ნაკრებიდან ბევრს ვიცნობდი. რაც შეეხება უფროსებს, ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, ტოლები ვართ. გუნდში კარგი ატმოსფეროა, რაც ახლა არსებულ ცუდ შედეგებს აუცილებლად გამოასწორებს. ჩემპიონატი საქართველოში დავიწყე, გუნდიც პირველ ადგილზე იყო და მეც ბომბარდირთა დავაში დაწინაურებული ვიყავი. ესპანეთშიც კარგად დავიწყე, ნაკრებშიც გამომიძახეს, წინ კიდევ მაქვს დრო, ამ წელს ღირებული კვლავ შევქმნა. თუ შენ თავს იმისკენ მომართავ, რაც შეგიძლია, ყველაფერი გამოგივა. იყო მანამდე რამდენიმე თვე, როცა უკან დაბრუნება მომიწია, მაგრამ თავდაჯერება არ უნდა დაკარგო.
ბიჭებმა ვისაუბრეთ და აღვნიშნეთ, რომ გულშემატკივრებს უნდა დავუფასოთ ის მხარდაჭერა, რაც გააჩნიათ. გვჯერა, ამ პერიოდს წარმატებით დავძლევთ. თამაში სხვადასხვა ადგილას შემიძლია, მაგრამ შედეგებოდან გამომდინარე, თავს უფრო მარჯვენა შემტევად მივიჩნევ. სადაც მწვრთნელი გადაწყვეტს, იქ ვითამაშებ.”
სანიოლი: ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო – გუნდსა და გულშემატკივარს შორის ურთიერთობა ქორწინებას ჰგავს
სანიოლი: ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო – გუნდსა და გულშემატკივარს შორის ურთიერთობა ქორწინებას ჰგავს
იური ტაბატაძე შეცვალეს – “კადისი” “სეუტასთან” ფრეს დასჯერდა
იური ტაბატაძის “კადისი” წინ მიიწევს
ტაბატაძის ერთი ტაიმი – “კადისი” სახლში “ბურგოსთან” დამარცხდა
[VIDEO] დუბლი 2 წუთში – ტაბატაძე “კადისის” ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
[VIDEO] ტაბატაძემ “კადისს” მოაგებინა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
“ძალიან სასიამოვნო გრძობაა, როცა ოცნება ხდება” – იური ტაბატაძე



