იური ლომაძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბუქარესტში, სადაც ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობენ, 10-კაციანი გუნდით გაემგზავრა. მათ შორის იყო ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლერი აბულაძეც, რომელიც სამწუხაროდ, უშედეგოდ გამოვიდა, მაგრამ შინ მაინც ხელდამშვენებული დაბრუნდება. ქართველი ფალავანი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 2023 წლის საუკეთესო მოჭიდავედ დასახელდა და შესაბამისი ჯილდოც გადაეცა.
რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატზე გათამაშებულ მედლებს, აქედან საქართველოს ნაკრებს ერთი ბრინჯაოს მედალი ერგო – იური ლომაძემ (77 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მომავალი მედალოსანი ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა, მაგრამ პირველივე შეხვედრაში თურქ მოწინააღმდეგესთან 1-5 დამარცხდა. თურქმა ფალავანმა ფინალამდე გაიკვალა გზა, ლომაძეს კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი მიეცა, რაც წარმატებით გამოიყენა კიდეც. რეპეშაჟში ჯერ ბულგარელ, შემდეგ ფრანგ მეტოქეს მოუგო, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი ხორვატი მეტოქე 8-0 დაამარცხა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები