იურიჩის ასისტენტი: საზონოვი მოედანზე კვარაცხელიას გამო შევიყვანე

სერია A-ს 28-ე ტურში “ნაპოლიმ” “ტორინოს” უმასპინძლა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ივან იურიჩის ასისტენტმა მატეო პარომ ჟურნალისტებთან აღნიშნული შეხვედრა შეაფასა და კომენტარი საბა საზონოვზეც გააკეთა.
“ბედნიერები ვართ, რომ არ დავმარცხდით, ჩემმა ფეხბურთელებმა ერთიანობა გამოავლინეს და გაშვებული გოლის შემდეგ უკან არ დავიხიეთ.
საზონოვი? საბა ძალიან ბევრს მუშაობს, მოედანზე შევიყვანეთ, რადგან კვარაცხელიას კარგად იცნობს და “ნაპოლის” ფეხბურთელის შეჩერება ამ გზით ვცადეთ”, – განაცხადა პარომ.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 44 ქულით მე-7 პოზიციაზეა. “ტორინო” კი 38 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში