იურისტი ლევან ალაფიშვილი ვეტოს მომზადების პროცედურას განმარტავს. მისი თქმით, „თუ პრეზიდენტი არ მოამზადებს და არ წარადგენს კანონპროექტს (ვეტო) შეიძლება ჩაითვალოს, რომ მან „რუსულ კალკს“ არც ხელი მოაწერა და არც მოტივირებული შენიშვნები წარადგინა, რაც ბოლომდე ბრძოლის მიტოვება და მოწინააღმდეგისთვის თავისი ზრახვების საბოლოო გაფორმების კომფორტი იქნება“.
„მე-3 მოსმენით მიღებიდან 10 დღეში რუსული კალკი (კანონი) გადაეცემა პრეზიდენტს.
პრეზიდენტს აქვს 2 კვირა რუსულ კალკზე (კანონზე) ვეტოს მოსამზადებლად და დასადებად.
თუ პრეზიდენტი არც მოტივირებულ შენიშვნებს (კანონპროექტს) წარადგენს და არც ხელს მოაწერს რუსულ კალკს 2 კვირის ვადაში, ამ ვადის გასვლიდან 5 დღეში პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს ხელს და გამოაქვეყნებს რუსულ კალკს
ვეტო არის/უნდა იყოს რუსული კალკისგან არსებითად განსხვავებული კანონპროექტი, რომელსაც ამზადებს/წერს და პარლამენტში აბრუნებს პრეზიდენტი.
თუ პრეზიდენტი არ მოამზადებს და არ წარადგენს კანონპროექტს (ვეტო) ეს შეიძლება ჩაითვალოს რომ მან რუსულ კალკს არც ხელი მოაწერა და არც მოტივირებული შენიშვნები წარადგინა, რაც ბოლომდე ბრძოლის მიტოვება და მოწინააღმდეგისთვის (მთავრობა) თავისი ზრახვების საბოლოო გაფორმების კომფორტი იქნება.
ასეა კონსტიტუციის 46-ე მუხლში გაწერილი“, – წერს ლევან ალაფიშვილი.