იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორის პოსტზე გიორგი გაბიტაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორის პოსტზე გიორგი გაბიტაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე წარმართულიყო გიორგი გაბიტაშვილის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრის პროცედურა. მის ინიციატივას კომიტეტმა მხარი დაუჭირა.