იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოთხი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატურებს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოთხი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატურებს მხარი დაუჭირა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
“იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოთხი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ გიორგი ძაგანიას, გიორგი ჭიქაბერიძის, დიმიტრი ჯავახაძისა და გიორგი ჯავახიშვილის კანდიდატურებს მხარი დაუჭირა.
კენჭისყრამდე, კანდიდატებმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს, მათ შორის, 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოთხი წევრის თანამდებობებზე კანდიდატები საკონკურსო კომისიამ შეარჩია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგინა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.