იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, პარლამენტი იმ ჟურნალისტებსაც დაატოვებინეს, რომელთაც გამოცხადებული უსაფრთხოების ყვითელი დონის მიუხედავად, დღეს პარლამენტში შესვლა შეეძლოთ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს, იმ ჟურნალისტებსაც დაატოვებინეს, რომელთაც დღეს შენობაში გამოცხადებული უსაფრთხოების ყვითელი დონის მიუხედავად, პარლამენტში შესვლა შეეძლოთ.
როგორც პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, საკანონმდებლო ორგანომ დღეს დაგეგმილი ყველა ღონისძიება დაასრულა და შესაბამისად, ჟურნალისტებმა შენობა უნდა დატოვონ.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა იყო ჩანიშნული, რომელზეც დეპუტატებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს. ამასთან, პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 13 მაისიდან საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს ანუ ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. რაც შეეხება მედიას, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები, არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით