იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ.
დეპუტატების წინაშე გასაუბრებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამი კანდიდატი: გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი გაივლის.
„მადლობა სამუშაო ჯგუფს. ინფორმაცია კომიტეტისთვის მიწოდებულია. ფორმალური შესაბამისობა დადგენილი აქვს სამუშაო ჯგუფს. კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი ტრადიციულია, რომელიც მაქსიმალურად გამჭვირვალეა, გახსნილი, პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ასევე წარმოდგენილი იქნება პროფესიული საზოგადოება“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ბადრი შონიას, გოჩა ჯეირანაშვილისა და გიზო უბილავას კანდიდატურები 4 ივნისს წარუდგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიზნესი უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ თუ კადრებს შესთავაზებს ღირსეულ ანაზღაურებას, სადაზღვევო პაკეტითა და კარიერული წინსვლით, მაშინ საკადრო პრობლემებიც აღმოიფხვრება – პაატა აროშიძე