იურიდიულმა კომიტეტმა ე.წ „რუსული კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილეს. დეპუტატების უმრავლესობამ პროექტის მესამე მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირა.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა სულ ერთი წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, პროექტში მხოლოდ რედაქციული, გრამატიკული შესწორებები შევიდა. კომიტეტის სხდომაზე რედაქციულ შესწორებებთან შენიშვნა არავის ჰქონდა, რის შემდეგაც ოხანაშვილმა საკითხი კენჭისყრაზე დააყენა და პროექტი სამი მოსმენით მიიღეს.
პროცედურის თანახმად, კანონპროექტი საპარლამენტო სესიაზე უნდა განიხილონ, მიიღონ, რის შემდეგაც, პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეგზავნება. სესია ხვალ არის ჩანიშნული.