იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის სხდომა ლევან ბეჟაშვილსაც დაატოვებინა

პარლამენტის იურისიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გააძევა.
იქამდე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ვინც მიკროფონის გარეშე ისაუბრებდა, მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნებოდა ნებისმიერი მექანიზმი.
„ამ წამოძახილებს დაანებეთ თავი, საბავშვო ბაღში თქვენ მიგაჩნიათ თავი და ეგ არის ცუდი, ვერ აღიქვამთ სად ხართ! ეს არის სამწუხარო. წამოძახილებს თავი დაანებეთ, მიკროფონის გარეშე საუბარს თავი დაანებეთ. დატოვეთ დარბაზი! დარბაზი დატოვეთ, ბატონო ლევან!“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო ბაიდენი – 91 წლის წინ, იოსებ სტალინმა და საბჭოთა რეჟიმმა ჰოლოდომორი მოაწყო, რომელმაც მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა – უკრაინელი ხალხისადმი ჩემი გზავნილი ნათელია: აშშ თქვენს წარსულს პატივს მიაგებს და თქვენს გვერდით დგას