იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია სოფელ პირველი მაისის, ტყვირის, ქოლობნის და მარნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

2024 წლის 16 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და სამსახურის სხვა წარმომადგენლები აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის, ტყვირის, ქოლობნის და მარნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დავით სიმონიამ აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან გიგა გაბელაიასთან ერთად სკოლის მოსწავლეებსინტელექტუალური სამაგიდო თამაში “ქართველი ქალები“ წარუდგინა.
„აღნიშნული თამაში შედგენილი და ორგანიზებულია ინფორმაციული დეველოპერული ჰაბის და იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების ერთობლივი ჩართულობით.
სამსახურის დირექტორმა შეხვედრის ბოლოს ინფორმაციული დეველოპერული ჰაბის ხელმძღვანელთან ჭაბუკი ჭეიშვილთან ერთად ინტელექტუალურ თამი მონაწილეობისათვის სკოლებს და გამარჯვებულ მოსწავლეებს სერთიფიკატები და საჩუქრები გადასცეს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ