იულია ნავალნაია – ორი ქვეყნის ლაბორატორიების დასკვნით, ალექსეი მოკლეს, უფრო კონკრეტულად, მოწამლეს

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს მეუღლის, იულია ნავალნაიას განცხადებით, მისი ქმრისგან აღებულ ბიოლოგიურ ნიმუშებზე ჩატარებულმა უცხოურმა ლაბორატორიულმა ანალიზებმა აჩვენა, რომ ის მოწამლეს.
„ორი სხვადასხვა ქვეყნის ლაბორატორიები ერთსა და იმავე დასკვნამდე მივიდნენ: ალექსეი მოკლეს. უფრო კონკრეტულად, ის მოწამლეს“, – აღნიშნა ნავალნაიამ.
მან მოითხოვა, რომ ლაბორატორიებმა გამოაქვეყნონ თავიანთი დასკვნები. ამასთან, ნავალნაიას არ დაუკონკრეტებია, თუ რა შხამი აღმოაჩინეს ლაბორატორიებმა.
მისი თქმით, ალექსეი ნავალნის მკვლელობაზე პასუხისმგებელი ს პრეზიდენტი, ა.
„ვამტკიცებ, რომ ვლადიმერ პუტინი პასუხისმგებელია ჩემი ქმრის, ალექსეი ნავალნის მკვლელობაზე. შეწყვიტეთ პუტინის დაშოშმინება უფრო მაღალი მოსაზრებების გამო. მისი დამშვიდება შეუძლებელია. სანამ ჩუმად ხარ, ის არ ჩერდება“, – აღნიშნა იულია ნავალნაიამ.
შეგახსენებთ, 47 წლის ალექსეი ნავალნი 2024 წლის 16 თებერვალს, რუსეთის ციხეში გარდაიცვალა.