იულია ნავალნაიამ მოსახლეობას მოუწოდა, არჩევნების დღეს განახორციელონ მისი ქმრის გეგმა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს ქვრივმა, იულია ნავალნაიამ ს მოსახლეობას მოუწოდა, განახორციელონ მისი გარდაცვლილი მეუღლის გეგმა და მასობრივი საპროტესტო აქცია გამართონ არჩევნების დღეს – შუადღეზე მივიდნენ საარჩევნო უბნებში და ხმა მისცენ მოქმედი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ ანდა გააფუჭონ ბიულეტენები.
ვიდეოში, რომელიც 6 მარტს გამოქვეყნდა, ნავალნაიამ განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის დაკრძალვაზე ათიათასობით ადამიანის მისვლამ გაამყარა მისი რწმენა, რომ ნავალნის დემოკრატიული კამპანია გაგრძელდება მიუხედავად მისი სიკვდილისა. ნავალნი თებერვლის შუა რიცხვებში გარდაიცვალა ჩრდილოეთ რუსეთში მდებარე კოლონიაში.
„არჩევნების დღე უნდა გამოვიყენოთ იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ ვარსებობთ და ბევრნი ვართ. ჩვენ ნამდვილი, ცოცხალი ადამიანები ვართ და ჩვენ პუტინს ვეწინააღმდეგებით. უნდა მიხვიდეთ საარჩევნო უბანში ერთსა და იმავე დღეს და ერთსა და იმავე დროს – 17 მარტს, შუადღეზე.“ – თქვა ნავალნაიამ ვიდეოში.
ამისგან დამოუკიდებლად ასევე 6 მარტს ბორის ნადეჟდინმა, რომელსაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატად რეგისტრირებაში, გამოაცხადა კენჭისყრის პროცესზე დამკვირვებლების შერჩევის შესახებ.
ომის მოწინააღმდეგე 60 წლის პოლიტიკოსს, რომელიც ღიად აკრიტიკებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და ომს, რომელიც ამ უკანასკნელმა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ ორი წლის წინ, არ დაუზუსტებია, როგორ შეარჩევენ დამკვირვებლებს. მას არა აქვს სადამკვირვებლო პროცესის ორგანიზების უფლება, ვინაიდან მისი კანდიდატურა უარყოფილ იქნა საარჩევნო ორგანოების მიერ. ნადეჟდინს უარი ეთქვა იმის საფუძველზე, რომ მის მხარდამჭერთა სიაში ხელმოწერები ბათილად იქნა მიჩნეული.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-GEO – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” მიღების გამო ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება – შეგვეჩერებინა ფუნქციონირება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას