იულიან ბულაი – ქართველი ხალხი მარტო არ არის – ჩვენ ქართველ კოლეგებთან ერთად ვიდგებით, ვიდრე არ დავინახავთ იმედის ნიშნებს თბილისიდან, რომ ავტოკრატიული რეჟიმი უკან იხევს

გზავნილი სტრასბურგიდან ასეთია: ქართველი ხალხი მარტო არ არის – ამის შესახებ PACE-ში ALDE ჯგუფის თავმჯდომარემ და რუმინეთის პარლამენტის წევრმა, იულიან ბულაიმ სტრასბურგში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ისინი იდგებიან იქამდე, ვიდრე არ დაინახავენ იმედის ნიშნებს თბილისიდან, რომ “ავტოკრატიული რეჟიმი უკან იხევს”, სანამ ყველა პოლიტიკური პატიმარი არ გათავისუფლდება.
“ორივე ნიკა [გვარამია და მელია] დაპატიმრებულია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დაპატიმრებულია, ელენე ხოშტარია დაპატიმრებულია, დაპატიმრებულია – იმდენი ადამიანია პატიმრობაში, იმის ნაცვლად, რომ ახლა ადგილობრივი ს კამპანიაში იყვნენ ჩართულები. ეს არ შეესაბამება დემოკრატიის შესახებ ჩვენს წარმოდგენებს. და ეს გზავნილი, ეს ბრალდება სწორედ “ქართულ ოცნებას” მიემართება. ვიტყვი ყველას სახელით – გზავნილი სტრასბურგიდან ასეთია – ქართველი ხალხი მარტო არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რა უნდა გაკეთდეს ადგილზე – საჭიროა ძალადობისგან თავის შეკავება, ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, ვინც დღეს ციხეშია, და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რაც წარმომადგენლობითობის სამართლიან შანსს მისცემს ყველა პოლიტიკურ პარტიას, როგორც საპარლამენტო, ასევე ადგილობრივი არჩევნების დონეზე. ჩვენ ქართველ კოლეგებთან ერთად ვიდგებით აქ, მანამ, სანამ არ დავინახავთ იმედის ნიშნებს თბილისიდან, რომ ავტოკრატიული რეჟიმი უკან იხევს, და ვიდგებით აქ მანამ, სანამ ყველა პოლიტიკური პატიმარი არ გათავისუფლდება. წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს, ქართველ ხალხს. ჩვენ მხარს გიჭერთ, თქვენ მარტონი არ ხართ” , – განაცხადა რუმინელმა პარლამენტარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ